კომპანიის მიზანი  

კომპანია "კრონო ჯორჯია" დაარსდა 2012 წელს. დაარსების დღიდან კომპანიის პრიორიტეტად განისაზღვრა ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება მყიდველებისათვის. შედეგად, კომპანია "კრონო ჯორჯია"-მ სწრაფად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა, ყურადღება და მოთხოვნილება შეთავაზებული პროდუქციის მიმართ. 

 

კომპანია “კრონო ჯორჯია” ყოველთვის მზად არის მოგაწოდოთ აღნიშნული მასალები თქვენი მოთხოვნის მიხედვით - თქვენთვის მისაღებ ფასებში და შეასრულოს სამუშაოები თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად - მაღალკვალიფიციურად, დროულად, ხარისხიანად. 

 

 კომპანიის საქმიანობის სფერო    

კომპანია "კრონო ჯორჯია"-ს საქმიანობის სფეროა ხის მასალების (ძირითადად OSB ფილები), სასახურავე მასალების, საიზოლაციო მასალების რეალიზაცია. ასევე, უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტრო დამცავი (ელ. ენერგიის გადატანით და ცვალებადობით გამოწვეული) და გარე განმუხტვითი (მეხამრიდები) სისტემა-მოწყობილბების რეალიზაცია/მონტაჟი.

 

 კომპანიის მიერ შემოთავაებული პროდუქციის მოხმარების სფერო 

OSB წყალმედეგი ფილა იდეალურია:

  • სახურავებისათვის
  • შიდა და გარე კედლებისა და შიდა ტიხრებისათვის
  • იატაკებისათვის
  • სართულშორისი გადახურვებისათვის
  • მზიდი ძელების მისაღებად
  • კონსტრუქციული ელემენტების შესაქმნელა
  • კარკასული მშენებლობისათვის
  • ავეჯის დამზადებისთვის

OSB ფილა მიიღება - წიწვოვანი ხის მერქნის გადამუშავების, გაშრობის, სინთეთიკური ხის ფისის და პარაფინის ემულსიის შერევის, მაღალი ტემპერეტურის და წნევის ქვეშ პრესირების შედეგად. ფილა გაჯერებულია წყალმედეგი ნივთიერებით - პოლიურეთანული წებოთი ფორმალდეჰიდის გარეშე. OSB ფილა ეკოლოგიურად სუფთაა.

- სასახურავე და საიზოლაციო მასალები იდეალურია:

  • ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების შენობა-ნაგებობების გადასახურად
  • ჰიდროსაიზოლაციო და თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩასატარებლად

- ელექტრო დამცავი სისტემები და განმუხტვითი (მეხამრიდი) მოწყობილობები გამოიყენება:

  • ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სარემონტო (ელ. ენერგიის ცვალებადობის, დამიწების წინააღმდეგ) სამუშაოების დროს და/ან შემდგომ
  • ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების შენობა-ნაგებობების ატმოსფეროში ელექრული განმუხტვის შედეგად მოსალოდნელი მოვლენებისგან (ე.წ. მეხი) დასაცავად გამოიყენება მეხამრიდები, რომელიც მონტაჟდება შენობა-ნაგებობების თავზე ან მიმდებარედ და თავისივე მოქმედების არეალში უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას, რაც მრავალჯერადი ლაბორატორიული ცდებითაც არის დამტკიცებული.

 

 კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ხარისხის გარანტია 

- კომპანია "კრონო ჯორჯია" გთავაზობთ მსოფლიო ლიდერის - კომპანია "CRONOSPAN"-ის და ასევე  ”SFC KASTAMONU”-ს წარმოების OSB ეკოლოგიურ, წყალმედეგ მრავალი დანიშნულების მერქან-ბურბუშელოვან ფილებს.  

თანამშრომლობა  "CRONOSPAN"-თან კომპანია "კრონო ჯორჯია"-ს უფლებას აძლევს  პასუხისმგებლობა აიღოს პროდუქციის წარმოშობაზე, ხარისხზე და ისარგებლოს ექსკლუზიური უფლებებით OSB ფილის რეალიზაციის კუთხით საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

“CRONOSPAN”-ის წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ევროპული ბაზრისათვის და მინიჭებული აქვს პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის სერთიფიკატი #1393-CPD-0522. პროდუქციის წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს პრაღის ხის გადამამუშავებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო პერიოდული შემოწმება ხდება მსოფლიო მეტყევეთა ასოციაციის სტანდარტების მიხედვით (FSC)


- კომპანია "კრონო ჯორჯია" გთავაზობთ გერმანული, იტალიური, რუსული, ბერძნული, თურქული წარმოების სასახურავე და საიზოლაციო მასალებს. აღნიშნული მასალებით კომპანია "კრონო ჯორჯია"-ს თავადვე (გამოცდილი სპეციალისტების/შემსრულებლების და ინჟინრების გუნდით) ასრულებს გადახურვით და საიზოლაციო სამუშაოებს. 


- კომპანია "კრონო ჯორჯია" გთავაზობთ ავსტრიული ფირამა "SCHIRTEC"-ს მიერ უახლესი მეცნიერული მიღწევების და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, მრავალწლიანი მოხმარების ელექტრო დამცავი სისტემებს (ელ. ენერგიის ცვალებადობის, დამიწების) და გარე განმუხტვითი (მეხამრიდები) მოწყობილობების რალიზაცია/მონტაჟს.